შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ყიფშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1952-1957წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის დოცანტი; 1957–1959წწ. გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციის ბიოლოგიის და ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, გულ–სისხლძარღვთა დაავადების ექსპერტი; 1960 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად (ახლანდელი თერაპიის ინსტიტუტის ცენტრი), რომლის დირექტორი იყო 1999 წლამდე; 1963-1965წწ. მივლინებით იმყოფებოდა ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბიოლოგიური ფარმაკოლოგიის და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 1966 წელს თბილისში მისი თაოსნობით დაარსდა სპეციალიზებული კარდიოლოგიური განყოფილება; 1952 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია; 1963 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; 1964 წლიდან პროფესორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და გერმანულ ენებზე. ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა და 18 მონოგრაფიის. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.300; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.254 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |