The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ყიფშიძე

ნოდარ ყიფშიძე
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:11 ივნისი, 2016  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1952-1957წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის დოცანტი; 1957–1959წწ. გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციის ბიოლოგიის და ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, გულ–სისხლძარღვთა დაავადების ექსპერტი; 1960 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად (ახლანდელი თერაპიის ინსტიტუტის ცენტრი), რომლის დირექტორი იყო 1999 წლამდე; 1963-1965წწ. მივლინებით იმყოფებოდა ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბიოლოგიური ფარმაკოლოგიის და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 1966 წელს თბილისში მისი თაოსნობით დაარსდა სპეციალიზებული კარდიოლოგიური განყოფილება; 1952 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია; 1963 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; 1964 წლიდან პროფესორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და გერმანულ ენებზე. ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა და 18 მონოგრაფიის.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.300;  წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.254

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის კარდეოლოგიური კოლეჯი, წევრი (1995-)
  • გერმანიის თერაპიული და კარდეოლოგიური სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1982-)
  • ნიუ–იორკის სამედიცინო აკადემია, წევრი (1994-)
  • რუსეთის სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი (1990-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
  • სსრკ სამედიცინო სამეცნიერო აკადემია, აკადემიკოსი (1988-)
  • სსრკ სამედიცინო სამეცნიერო აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1975-)
  • შვედეთის სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (1966-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - აკადემიკოს ე. ჩაზოვის სახელობის "ოქროს მედალი"
  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1989 - სსრკ სახელმწიფო პრემია, გულის იშემიური დაავადების ჰელი–ნეონის ლაზერის სხივებით მკურნალობის მეთოდის დამუშავებისათვის
  • 1988 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მიოკარდიის მწვავე ინფარქტის დიაგნოსტიკისა და გამოცდილების დანერგვისათვის თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში
  • 1980 - სსრკ სამედიცინო აკადემიის ა. მიასნიკოვის სახელობის პრემია
  • 1970 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: