The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ყიფშიძე

ნოდარ ყიფშიძე
Date of birth:12 October, 1923
Date of death:11 June, 2016  (at 92 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Public official, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1952-1957წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის დოცანტი; 1957–1959წწ. - გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციის ბიოლოგიის და ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, გულ–სისხლძარღვთა დაავადების ექსპერტი; 1961-1999წწ. - თავისივე ინიციატივით დაარსებული საქართველოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1963-1965წწ. მივლინებით იმყოფებოდა ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბიოლოგიური ფარმაკოლოგიის და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 1966 წელს თბილისში მისი თაოსნობით დაარსდა სპეციალიზებული კარდიოლოგიური განყოფილება; 1952 წლიდან - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; 1963 წლიდან - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; 1964 წლიდან - პროფესორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და გერმანულ ენებზე. ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა და 18 მონოგრაფიის. ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1963).

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.300;  წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.254; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.383; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Member of Organizations

  • ამერიკის კარდეოლოგიური კოლეჯი, წევრი (1995-)
  • გერმანიის თერაპიული და კარდეოლოგიური სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1982-)
  • ნიუ–იორკის სამედიცინო აკადემია, წევრი (1994-)
  • რუსეთის სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი (1990-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
  • სსრკ სამედიცინო სამეცნიერო აკადემია, აკადემიკოსი (1988-)
  • სსრკ სამედიცინო სამეცნიერო აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1975-)
  • შვედეთის სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (1966-)

Awards and Honors

  • 2003 - აკადემიკოს ე. ჩაზოვის სახელობის "ოქროს მედალი"
  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1989 - სსრკ სახელმწიფო პრემია, გულის იშემიური დაავადების ჰელი–ნეონის ლაზერის სხივებით მკურნალობის მეთოდის დამუშავებისათვის
  • 1988 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მიოკარდიის მწვავე ინფარქტის დიაგნოსტიკისა და გამოცდილების დანერგვისათვის თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში
  • 1980 - სსრკ სამედიცინო აკადემიის ა. მიასნიკოვის სახელობის პრემია
  • 1970 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: