The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩაგელიშვილი

გიორგი ჩაგელიშვილი
დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის განხრით 1974 წელს.

1974–1977წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1978–1986 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1986–1991 წლებში ამავე ობსერვატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1997–2000 წლებში -  წამყვანი, ხოლო 2000 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე. ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ფილიალის - პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, 2007 წლიდან ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ე. ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი; 2008 წლიდან მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1979); ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.139

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2013-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2001-2013)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1979-1999 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - ''დინამიკური პროცესები წანაცვლებით დინებებში და მათი გამოვლინება ასტროფიზიკურ ობიექტებში''.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: