შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კიაზო ნადარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1953 წელს. 1953-1957წწ. იყო საბჭოთა საოკუპაცოი ჯარში მედიცინის სამსახურის ოფიცრის სხვადასხვა თანამდებობაზე; 1957-1960წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1960-1976წწ. ლაბორატორიის სექტორისა და განყოფილების გამგე; 1976-1990წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1990-2005წწ. რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი. არის 200–ზე მეტი ნაშრომის, 12 მონოგრაფიის და 5 გამოგონების ავტორი. საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის "წლის ადამიანის" წოდება (1997), აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის "ოქროს ჩანაწერი" (1997), ათასწლეულის ღირსების ოქროს მედალი (2000). რადიოლოგი. სადოქტორო დისერტაციის თემა – "რადიაციის გულსისხლძარღვთა სისტემაზე გავლენის საკითხები", დაიცვა 1966 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |