| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფარცხნალი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1957–1961წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1961–1967წწ. ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1967–1979წწ. ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1979–1988წწ. ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებულ გარემოთა თეორიის განყოფილების გამგე; 2004 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 1988–2006წწ. ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2008 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 1961 წლიდან არის ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1973 წლიდან ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. იგი არის 2 მონოგრაფიისა და 90 სამეცნიერო სტატიის ავტორი. მისი ნაშრომები გამოცემულია უცხო ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987. -გვ.436; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

