The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ჩოგოვაძე

გოჩა ჩოგოვაძე
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1941  (77 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი 1963 წელს.

1971 წელს მისი თაოსნობით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა, რომლის პირველ გამგედ იქნა არჩეული. 1976 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ დარგობრივ კვლევით ლაბორატორიას. 1981-1986წწ. მუშაობდა საფრანგეთში, პარიზში იუნესკოს განათლების სექტორის ინფორმატიკის განყოფილების უფროსად. 1986-1988წწ. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს კპ ცკ-ის განათლებისა და მეცნიერების განყოფილებას, წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1988-1994წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი. 1994-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში; 1994-2004წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში; 2004 წლიდან იუნესკოს  გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის  მისიის ხელმძღვანელი. არის 20 მონოგრაფიის, 6 გამოგონებისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის( ზალცბურგი ) მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საერთაშორისო მოძრაობის "პროფესორები მშვიდობისათვის" მოსკოვის ბიურო, წევრი
  • საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციებისა და ორგანიზაციების გაერთიანება (UATI), პირველი ვიცე-პრეზიდენტი
  • საინჟინრო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საბჭო(ICET), მმართველობის წევრი
  • საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ასოციაცია, საპატიო პრეზიდენტი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1993-)
  • ჩეხეთის უნივერსიტეტი (CVUT, პრაღა), საპატიო დოქტორი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: