შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კვესიტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტიდ ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს. 1965-1966წწ. იყო ახმეტის საფუვრის ქარხნის ცვლის უფროსი, მთავარი საამქროს უფროსი; 1966-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1983-1987წწ. მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;1984-2008წწ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1988-1996წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე; 1987-2008წწ. მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, 1992-1994წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი; 1994-1998წწ. სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი სოფლის მეურნეობაში; 2004 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს მდივანი; 2011-დან დღემდე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2013-დან დღემდე ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; სხვადასხვა წლებში მიწვეული იყო პროფესორად მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში. ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1983). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |