The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კვესიტაძე

გიორგი კვესიტაძე
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1942  (76 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა   საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტიდ ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს.

1965-1966წწ. იყო ახმეტის საფუვრის ქარხნის ცვლის უფროსი, მთავარი საამქროს უფროსი; 1966-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1983-1987წწ. მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;1984-2008წწ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1988-1996წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე; 1987-2008წწ. მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, 1992-1994წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი; 1994-1998წწ. სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი სოფლის მეურნეობაში; 2004 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს მდივანი; 2011-დან  დღემდე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2013-დან  დღემდე ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; სხვადასხვა წლებში მიწვეული იყო პროფესორად მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში. ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი(1969), ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1983), პროფესორი(1983).

წყარო: http://science.org.ge/newsite/აკადემიკოსები

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გარემოს დაცვისა და მეცნიერების საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (2005-2006)
  • ევროკავშირის ბიოეთიკის საბჭო, წევრი
  • ევროპის ბიოტექნოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • ევროპის ბიოქიმიური საზოგადოება, წევრი
  • ევროპის მიკრობიოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • თბილისის საპატიო მოქალაქე (2016-)
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტი , თავმჯდომარის მოადგილე (1984-1987)
  • ნატოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების საბჭო(NATO Life Sciences Panel ) , წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი
  • სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან არსებული სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე (1982-2006)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: