The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ნიკოლაიშვილი

გელა ნიკოლაიშვილი
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი 1981 წელს; იურიდიულ–ფსიქოლოგიური ინსტიტუტი 1999 წელს.

1981-1992წწ. იყო მცხეთის ხელოვნებისა და ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმ–ნაკრძალის ექსკურსიამძღოლი, მეცნიერ თანამშრომელი, სწავლული მდივანი, სამეცნიერო განყოფილების გამგე; 1983-1985წწ. ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით იყო პოლიტპატიმარი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992 წელს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 1996-1999წწ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების ექსპერტ–კონსულტანტი; 2000-2004წწ. თბილისის იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2003-2019წწ. ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში. არის ავტორი წიგნებისა: "ადამიანის უფლებები საქართველოში" (1998), "როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები" (1999), "საქართველოს ციხეები" (2001), "შევაჩეროთ წამება", "პოლიცია და საზოგადოება" (2003), "ადამიანის უფლებები საქართველოში 2005-2006", "ფასადური დემოკრატია საქართველოში" (2008), "დემოკრატიის შუქურა (მითი და რეალობა)" (2009). ადვოკატი.

წყარო: საქართველოს პარელამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 276; ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი: gba.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, წევრი (1998-1995)
  • საქართველოს მე–3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის, დამფუძვნებელი, მდივანი (1996-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: