The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ნუცუბიძე

ნოდარ ნუცუბიძე
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1928
გარდაცვ. თარიღი:2011  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთვრა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1952 წელს.

1956-1958წწ. იყო ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი და 1958-1965წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1967-1994წწ. საზოგადოება "ცოდნის" აკადემიის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე; 1965 წლიდან ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე და დირექტორის მოადგილე; 1963 წლიდან კითხულობდა ლექციებს აგრარულ უნივერსტეტსა და ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში. ბიოტექნოლოგი, პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 270 სამეცნიერო ნაშრომი; 2 მონოგრაფია: "აზოტის ასიმილაცია ვაზში" და "მცენარის აზოტური კვება და ცვლა"; არის ავტორი სახელმძღვანელოსი "ბიოტექნოლოგია"; წიგნისა "ჩემი გადასახედიდან დანახული ცხოვრება და ქვეყანა"(2008).

სადოქტორო დისერტაციის თემა – "აზოტის ასიმილაცია ვაზში", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ., 1984.- გვ.490; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.61

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეკოლოგიის აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი (1971-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2001-2011)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ბიოლოგიური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: