The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ოთარაშვილი

ვაჟა ოთარაშვილი
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი, პოლიტიკოსი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1976 წელს, ასპირანტურა 1985 წელს.

1977-1980წწ. იყო საქკვებმრეწვის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის უფროსი ინჟინერი; 1980-2006წწ. საქ. ტექნიკური უნივერსიტეტი (ლექტორი დისციპლინებში: ალბათობის თეორია, მართვის ავტომატიზებული სისტემები, სტატისტიკური მოდელირება, თანამედროვე ლიტერატურა, უახლესი ქართული მწერლობა); 1989-1992წწ. გამომცემლობა "გულანის" დირექტორი; ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5.30 კასპის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1996-1998წწ. საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის უფროსი; 2004-2010წწ. მწერალთა კავშირის გამომცემლობა "ეროვნული მწერლობის" დირექტორი; 2004-2014წწ. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; 2006-2011წწ.  ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 2011 წლიდან მედიაკავშირი "ობიექტივი" - წამყვანი გადაცემათა ციკლისა "ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება", ასევე ციკლისა "ხელოვანთა რეპრესიები"; 2011 წლიდან -  პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი; 2019 წლიდან  - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი; 2020 წლის 14 ივლისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "პატრიოტთა ალიანი", საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით. არის ავტორი ლექსების კრებულებისა: "ხილვადობა" (1986), "თოვლისფერი ღამეები" (1989), "გველის წელიწადი" (1990), "ჩემი გულუბრყვილო ლანდი" (1991), "ცრემლები ქარში" (1999), "ხეკორძულელის აღსარება" (2001), "ცის სარკმელები" (2003), "მწუხარე ბედნიერება" (2006), "XXI" (2008). მიღებული აქვს ალმა–ატის პოეზიის ფესტივალის (1987) და ასოციაცია "გულანის" (1991) პრემიები. თეოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 281; თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე–3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 2000 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
  • ლადო ასათიანის სახელობის პრემია
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: