The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ვაჟა ოთარაშვილი

ვაჟა ოთარაშვილი
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1955  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1976 წელს.

1977-1980წწ. იყო საქკვებმრეწვის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის უფროსი ინჟინერი. 1989-1992წწ. გამომცემლობა "გულანის" დირექტორი; ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. არის ავტორი ლექსების კრებულებისა: "ხილვადობა"(1986), "თოვლისფერი ღამეები"(1989), "გველის წელიწადი"(1990), "ჩემი გულუბრყვილო ლანდი"(1991), "ცრემლები ქარში"(1999), "ხეკორძულელის აღსარება"(2001), "ცის სარკმელები"(2003), "მწუხარე ბედნიერება"(2006), "XXI"(2008).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მწერალთა ასოციაცია "გულანი", ვიცე–პრეზიდენტი (1989-1992)
  • საქართველოს მე–3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე–3 მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომისია, მდივანი (1992-1995)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 2000 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
  • 1991 - ასოციაცია "გულანის" პრემია
  • 1987 - ალმა–ატის პოეზიის ფესტივალის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: