The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ონიანი

თენგიზ ონიანი
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 2012  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1958წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1958-1962წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, 1962-1967წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1968 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1975-1980წწ. დირექტორი; 1980 წლიდან მეცნიერებათა აკადემიის ბიომედიცინის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი; 1996-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს 200–მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის წიგნები: "ნერვ–კუნთოვანი აპარატის შედარებითი ფიზიოლოგია" (1965), "მემბრანო–მიოფიბრილური ურთიერთობანი კუნთოვან ბოჭკოში" (1970), "ლიმბრული სისტემის ინტეგრაციული ფუნქცია" (1976), "მეხსიერების და ძილ–ღვიძილის ციკლის ნეიროფიზიოლოგია". არის ავტორი მოთხრობების კრებულებისა: "ბეთქილის ბილიკებზე" (1962), "ბასრა და ბუნჩა" (1967), "ლაშხეთიდან ზეკარამდე" (1972), "ჯარაში და აშდარი" (1975). თ. ონიანმა განსაზღვრა რიგი ლიმბური სტრუქტურების როლი ემოციური რეაქციებისა და მეხსიერების რეგულაციაში და შეისწავლა ბიოლოგიური მოტივაციისა და ძილის ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნერვ–კუნთოვანი აპარატის შედარებითი ფიზიოლოგიის საკითხები", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მემბრანო-მიოფიბრილური ურთიერთობანი კუნთოვან ბოჭკოში", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.gemkurnali.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 282

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ინტერმოზგ"–ის ასოციაცია, წევრი
  • IBRO-ს ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1997-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1979-2012)
  • საქართველოს მე–4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • უნგრეთის ფიზიოლოგთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ძილის შემსწავლელი ევროპის ასოციაცია, წევრი
  • ძილის შემსწავლელი მსოფლიო ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია
  • 1965 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: