The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ონიანი

თენგიზ ონიანი
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2012  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1958წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1958-1962წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, 1962-1967წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1968 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1975-1980წწ. დირექტორი; 1980 წლიდან მეცნიერებათა აკადემიის ბიომედიცინის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი. გამოქვეყნებული აქვს 200–მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის წიგნები: "ნერვ–კუნთოვანი აპარატის შედარებითი ფიზიოლოგია"(1965), "მემბრანო–მიოფიბრილური ურთიერთობანი კუნთოვან ბოჭკოში"(1970), "ლიმბრული სისტემის ინტეგრაციული ფუნქცია"(1976), "მეხსიერების და ძილ–ღვიძილის ციკლის ნეიროფიზიოლოგია". არის ავტორი მოთხრობების კრებულებისა: "ბეთქილის ბილიკებზე"(1962), "ბასრა და ბუნჩა"(1967), "ლაშხეთიდან ზეკარამდე"(1972), "ჯარაში და აშდარი"(1975).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნერვ–კუნთოვანი აპარატის შედარებითი ფიზიოლოგიის საკითხები", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მემბრანო-მიოფიბრილური ურთიერთობანი კუნთოვან ბოჭკოში", დაიცვა 1964 წელს.

http://science.org.ge/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ინტერმოზგ"–ის ასოციაცია, წევრი
  • IBRO-ს ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-2012)
  • საქართველოს მე–4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • უნგრეთის ფიზიოლოგთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ძილის შემსწავლელი ევროპის ასოციაცია, წევრი
  • ძილის შემსწავლელი მსოფლიო ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია
  • 1965 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: