The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი ოჩიაური

გოგი ოჩიაური
ოფიციალური სახელი:გიორგი ოჩიაური
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 2017  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუაფხო, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1953 წელს; ასპირანტურა 1957 წელს.

იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი დუშეთის N28 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2012-2015წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1953 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. ავტორია ნამუშევრებისა: "ვაჟა–ფშაველა" (1972), "ზღვა", "შენ ხარ ვენახი" (1964), "ქალის ტორსი" (ადლერი, 1969), "სიცოცხლის ხე" (ტექსელი, 1977), "რექვიემი" (1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა "მუსიკა", "რესტავრაცია" (მოსკოვი); არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა "ალავერდობა"; ავტორი სამენოვანი წიგნისა  – "ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის" (2002). მიღებული აქვს "წლის საუკეთესო ადამიანი" წოდება (აშშ, 1998). სკულპტურის პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 284

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საპატიო დოქტორი (2006-)
  • რუსეთის სამხატვრო აკადემია, საპატიო აკადემიკოსი (2001-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (1997-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1956-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1991-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის
  • 2012 - ღირსების ორდენი
  • 2001 - ჩარგლის საპატიო მოქალაქე
  • 1989 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1988 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1986 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1980 - საქართველოს სახალხო მხატვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: