The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი ოჩიაური

გოგი ოჩიაური
ოფიციალური სახელი:გიორგი ოჩიაური
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 2017  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი სოფელი შუაფხოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1953 წელს.

იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრებისა: "ვაჟა–ფშაველა"(1972), "ზღვა", "შენ ხარ ვენახი"(1964), "ქალის ტორსი"(ადლერი, 1969), "სიცოცხლის ხე"(ტექსელი, 1977), "რექვიემი"(1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა "მუსიკა", "რესტავრაცია"(მოსკოვი); არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა "ალავერდობა"; ავტორი სამენოვანი წიგნისა  – "ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის"(2002). 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საპატიო დოქტორი (2006-)
  • რუსეთის სამხატვრო აკადემია, საპატიო წევრი (2005-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1956-)
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1991-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის
  • 2005 - ღირსების ორდენი
  • 2001 - ჩარგლის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - "წლის საუკეთესო ადამიანი"(აშშ)
  • 1988 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1986 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1980 - საქართველოს სახალხო მხატვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: