The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაადურ რაჭველიშვილი

ბაადურ რაჭველიშვილი
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:2012  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთვარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946-1947წწ. იყო ხულოს რ–ნის საექიმო უბნის გამგე; 1951-1960წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი და ენდოსკოპიური კაბინეტის გამგე; 1960-1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1986-2008წწ. ამავე ინსტიტუტის შინაგან სნეულთა კათედრის გამგე და პროფესორი; 1971 წლიდან რესპუბლიკის მთავარი თერაპევტი; 1980 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი გასტროენტეროლოგი; 1981 წლიდან უმაღლესი სკოლის დამსახურებული მასწავლებელი. არის 160 სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, მათ შორის: "საქართველოს მედიცინის ისტორია" (1956), "Гастробиопсия в клинической практике (1969), "პესტიციდების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე" (1981).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მასალები შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკისა და კლინიკის შესახებ ძველ ქართულ წყაროებში", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "Хронический гастрит у сельских жителей", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ჟურნალი "ავერსი", 2020, N2 (174): aversi.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.278

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თერაპევტთა რესპუბლიკური საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი
  • ინტერნისტთა მსოფლიო გაერთიანება, წევრი (1995-)
  • რეპრესირებულთა საზოგადოება "მემორიალის" სამედიცინო კომისია, თავმჯდომარე
  • საქართველოს გასტროენტეროლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1964-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - საქართველოს საპატრიარქოს სიგელი
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1985 - ღირსების ორდენი
  • 1982 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: