შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოლუღი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1947 წელს. 1945 წელს იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1947 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1949-1952 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის ასპირანტი, 1953–1956 წწ. ენერგეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1956–1971 წწ. მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონული, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1971–1974 წწ. სამეცნიერო კვლევითი გაერთიანება "მიონის" დირექტორის მოადგილე; 1974–1978 წწ. საქართველოს უმაღლესი და საშუალო განათლების მინისტრის პირველი მოადგილე; 1978-1989 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მანქანური დაპროექტების განყოფილების გამგე; 1974–2000 წწ. ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1989- 1995 წწ. ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი; 1995 წლიდან ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1952), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1968). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.207; გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა.-თბ., 2015. 28 აგვისტო. N 161 (7806).-გვ. 10 dspace.nplg.gov.ge; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 136-137 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |