The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჭიჭინაძე

ვახტანგ ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2015  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოლუღი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1947 წელს.

1945 წელს იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1947 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1949-1952 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის ასპირანტი, 1953–1956 წწ. ენერგეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1956–1971 წწ. მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონული, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1971–1974 წწ. სამეცნიერო კვლევითი გაერთიანება "მიონის" დირექტორის მოადგილე; 1974–1978 წწ. საქართველოს უმაღლესი და საშუალო განათლების მინისტრის პირველი მოადგილე; 1978-1989 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მანქანური დაპროექტების განყოფილების გამგე; 1974–2000 წწ. ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1989- 1995 წწ. ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი; 1995 წლიდან ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1952), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1968).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.207; გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა.-თბ., 2015. 28 აგვისტო. N 161 (7806).-გვ. 10 dspace.nplg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1972-1983)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1983-2015)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1997 წელს გამოცემული უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოსათვის - "ოპტიმალური და ადაპტური სისტემები"
  • 1945 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: