The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ჭიჭინაძე

ვახტანგ ჭიჭინაძე
Date of birth:28 September, 1918
Date of death:August, 2015  (at 96 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოლუღი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1947 წელს.

1945 წელს იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1947 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1949-1952 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის ასპირანტი, 1953–1956 წწ. ენერგეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1956–1971 წწ. მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონული, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1971–1974 წწ. სამეცნიერო კვლევითი გაერთიანება "მიონის" დირექტორის მოადგილე; 1974–1978 წწ. საქართველოს უმაღლესი და საშუალო განათლების მინისტრის პირველი მოადგილე; 1978-1989 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მანქანური დაპროექტების განყოფილების გამგე; 1974–2000 წწ. ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1989- 1995 წწ. ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი; 1995 წლიდან ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1952), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1968).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.207; გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა.-თბ., 2015. 28 აგვისტო. N 161 (7806).-გვ. 10 dspace.nplg.gov.ge ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 136-137

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1972-1983)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1983-2015)

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1997 წელს გამოცემული უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოსათვის - "ოპტიმალური და ადაპტური სისტემები"
  • 1945 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: