The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარასი კვარაცხელია

ტარასი კვარაცხელია
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1889
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 1951  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკიფი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა უმანის მიწათმოქმედებისა და მებაღეობის სასწავლებელი 1911 წელს. იმავე წელს შედის სანკტ-პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო უმაღლეს კურსებზე.

1914-1916წწ. ხელმძღვანელობს სოხუმის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ილორის საცდელ-საჩვენებელ სადგურს. 1925 წელს ნიშნავენ აფხაზეთის მიწსახკომის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ. სოხუმის საცდელ სადგურში მუშაობის დროს აქვეყნებს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შრომებს. 1930 წლიდან გადაიყვანეს ოზურგეთში ჩაის მეურნეობის საკავშირო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის შესაქმნელად დაბა ანასეულში. 1932წ. იგი მიავლინეს შორეულ აღმოსავლეთში. 1936წ. ისევ სოხუმში გადაჰყავთ, ხოლო 1937 წლიდან იგი დანიშნეს სუბტროპიკული მეხილეობის კათედრის გამგედ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. სამეცნიერო კვლევის დარგში მოღვაწეობის პირველ წლებში ძირითადად მუშაობდა მეხილეობაში, შემდგომში მუშაობა მეტწილად მიეძღვნა გარემო პირობების გავლენის შესწავლას სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ფესვთა სისტემის განვითარებაზე, ნიადაგის ეროზიული მოვლენებს და მასთან ბრძოლის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი შრომა.

წყარო: http://science.org.ge/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლენინის სახელობის სასოფლო-სამეურნეო საკავშირო აკადემია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1941 - ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: