The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე მესხი

კოტე მესხი
ოფიციალური სახელი:იაკობ მესხი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1857
გარდაცვ. თარიღი:28 მაისი, 1914  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მსახიობი, პუბლიცისტი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა თბილისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ პარიზში აქვეყნებდა წერილებს ფრანგულ თეატრზე. იყო მუდმივი თეატრის დამფუძნებელი. 1874 წლიდან მონაწილეობდა ქუთაისის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1879 მიიწვიეს მსახიობად თბილისის მუდმივ პროფესიულ დასში. 1894 წლიდან როგორც მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა თბილსის დრამატულ თეატრში. ასრულებდა გმირულ და სახასიათო როლებს: ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გოჩა (ა. წერეთლის "თამარ ცბიერი"), რუსთაველი (კ. მესხის "რუსთაველი"), ოტია (ვ. გუნიას "და-ძმა"), ანანია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), არბენინი (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), ჩაცკი (ა. გრიბოედოვის "ვაი, ჭკუისაგან"), ოტელო, პეტრუჩიო (უ. შექსპირის "ოტელო", "ჭირვეულის მორჯულება"), ტარტიუფი ( მოლიერის "ტარტიუფი") და სხვა. ხელი შეუწყო ქართულ სცენაზე ფრანგული დრამატურგიის დამკვიდრებას. მან პირველმა ჩამოიტანა პარიზიდან ალ. დიუმას "მარგარიტა გოტიე" და თავადვე თარგმნა. იგი არის ავტორი 30-მდე ორიგინალური თუ გადმოკეთებული პიესა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.602; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.72

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქუთაისის პროფესიული თეატრი, დამაარსებელი, ხელმძღვანელი (1885-1894)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: