შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ კუპრაძე![]()
ბიოგრაფიადაბდების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1927 წელს. 1933-1935წწ. მუშაობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში სწავლული მდივნისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 1936-1941წწ. იგი იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად ხელმძღვანელობდა კათედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1941-1943წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1944-1953წწ. იყო საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო 1954-1959წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1954-1962წწ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 1958 წლიდან საქართველოს სსრ მეცნირებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებების აკადემიკოს-მდივანი; ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკური მეცნიერების მთელი რიგი დარგების შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაში. იგი ავტორია მრავალი ფუნდამენტური გამოკვლევისა მათემატიკურ ფიზიკასა და მექანიკაში, რომლებიც თავმოყრილია მის მრავალრიცხოვან მონოგრაფიებში. 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორისაა ფუნდამენტური მონოგრაფიები. მისი არაერთი ნაშრომი თარგმნილი და გამოცემულია უცხო ენებზე. ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.76; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 64-65; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.236 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |