The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ბაქრაძე

დიმიტრი ბაქრაძე
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1826
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 1890  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქეოლოგი, ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემია 1850 წელს.

1852-1853წწ. მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში; ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში; 1858-1861წწ. მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში; 1861 წლიდან თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში. 1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნევანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში - თბილისის საეკლესიო მუზეუმი. სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში, მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები: "არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში" (1878), "შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ", "ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი". მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის "კალმასობა" (ნაწ. 1. 1862), ვახუშტის "საქართველოს ისტორია" (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი (1887); ლექსიკონის სახით შეადგინა "კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში" (1875, რუსულ ენაზე); 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ისტორია საქართველოსი" (უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.71; განმანათლებლობა საქართველოში იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება, დამფუძნებელი (1873-)
  • კავკასის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება, თავმჯდომარე (1881-1886)
  • პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1879-)
  • საადგილმამულო კომისია, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: