The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბუნდოვანი

გიორგი ბუნდოვანი
ოფიციალური სახელი:გიორგი კახიძე
სხვა სახელი:ბუნდოვანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1969  (56 წლის)
კატეგორია:არტისტი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სულხან საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახემწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს.

 90-იან წლებში იბეჭდებოდა ჟურნალებში "რუბიკონი", "მესამე გზა" და სხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში... 1990 წელს მეგობარ პოეტებთან ერთად ჩამოაყალიბა - "ქართველ პოეტთა ორდენი — ქრონოფაგები", რომელმაც მაშინ გამოსცა 2 პოეტური ერთობლივი კრებული.  მუშაობდა " კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიურ სახლში". ბუნდოვანი იყო მარგო კორობლიოვას სახ. პერფორმანსის თეატრის დირექტორი, რომელიც 1994 წელს დააარსა მულტიმედია არტისტმა და პოეტმა დავით ჩიხლაძემ. იგი არის პოეზიის ორდენის "ქრონოფაგები"-ს ერთ–ერთი ინიციატორი და დამაარსებელი. 80-იან წლებში აქტიურად იყო ტერენტი გრანელის საფლავის მცველი და გრანელის დიდუბის პანთეონში გადასვენების შემდეგ, დიდი პოეტის ნასაფლავარი შეინარჩუნა იქ, მემორიალის დადგმით. არის აგრეთვე, მრავალი ლიტერატურული საღამოს ავტორი, თანაავტორი და ინიციატორი. მუშაობს ძირითადად ავანგარდული პოეზიის ჟანრში. 2000-იანების დასაწყისიდან აქტიურად იბეჭდებოდა გაზეთ "ალტერნატივაში" და ჟურნალ "აფრაში", ასევე სხვადასხვა ლიტერატურულ და არტ-გამოცემებში. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა დროს გამოცემულ "თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგიებში". 2006-2012 წლებში იყო მულტიმედია არტჯგუფ "სტიგმატის" დამფუძნებელი და რეჟისორი. გადაიღო სამოცდახუთი მინი-არტ ფილმი (კინო-პოეზია). მუშაობდა ძირითადად ავანგარდული პოეზიის ჟანრში და პერფორმანსში. ბოლო 5-6 წელია, რაც ეკლესიად შედგა, წერს ძირითადად ქრისტიანული თემატიკის პოეტურ ნაწარმოებებს და აღარ მისდევს არტ-აქციონიზმს; არის საეკლესიო მორჩილი გიორგი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 181

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: