The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ ყუბანეიშვილი

დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:17 მარტი, 1986  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ვანის რაიონი, სოფელი შუამთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1928 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1942 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1948–1979წწ. ამავე ინსტიტუტის ტექტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. მან შეადგინა და გამოსცა "ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია" (ტ. 1, 1947; ტ. 2, 1949), გამოაქვეყნა "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა ვარიანტები(ტ. 1, 1960). ავტორია წიგნებისა: "ვაჟა–ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე" (1940), "ცხოვრება ვაჟა–ფშაველასი" (1961).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: