შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კიტი მაჩაბელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს. 1960 წლიდან მოღვაწეობს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების გამგე: 1984-2006, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი: 2009 წლიდან), ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე (2001-2006). მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე (1967-2013) (1977-დან პროფესორი, 2009-დან ემერიტუს-პროფესორი). კ. მაჩაბელი არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (სადოქტორო დისერტაცია - "საქართველოს გვიანანტიკური ტორევტიკა" (1971). მისი ნაშრომებით საფუძველი ჩაეყარა წინა ქრისტიანული და ადრე ქრისტიანული ქართული სახვითი ხელოვნების კვლევას. მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, საერთაშორისო სამეცნიერო სესიებსა და კონფერენციებში. იგი 23 წიგნისა და 300-მდე სტატიის ავტორია. მის ნაშრომებში განხილულია ქართული ქრისტიანული ხელოვნების გენეზისის, შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნებისა და ქანდაკების პრობლემები, საქართველოს როლი ქრისტიანული იკონოგრაფიის ჩამოყალიბებაში, თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების საკითხები. ხელოვნებათმცოდნეობის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის მინიჭებული აქვს "გამოჩენილი მეცნიერის სტატუსი" (2016). საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის უშანგი ჭიჭინაძის მეუღლე. წყარო: ჩუბინაშვილის ცენტრის ვებ-გვერდი: gch-centre.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.598-599 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |