ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ნანა ხაზარაძე
დაბადების თარიღი: | 4 თებერვალი, 1931 |
გარდაცვ. თარიღი: | 2 თებერვალი, 2019 (87 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს.
1957-1959წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების ლაბორანტი; 1959-1975 წწ. განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1976-1986 წწ. განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1986-1990 წწ. განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1990-2005 წწ. ინსტიტუტის ქართველი ხალხის ეთნოგენეზის კომპლექსური შესწავლის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1990–2006 წწ. ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2005-2006 წწ. ამავე განყოფილების გამგე; 2009-2019 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1990-2019 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 214 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 წიგნი, აქედან 3 თანაავტორობით, 3 სახელმძღვანელო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1974 წელს, სადოქტორო დისერტაცია - 1986 წელს. 1992 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "ანალები", "საისტორიო ვერტიკალები" და ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის კონსულტანტი და რედკოლეგიები, წევრი
- ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, თავმჯდომარე (2006-)
- ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს მწიგნობართა ასოციაცია, წევრი
- ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო საბჭო, წევრი
- კავკასიის ხალხთა ისტორიის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
- მწიგნობართა ასოციაციის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზაცია, თავჯდომარე (1995-)
- საერთაშორისო ორგანიზაციის "შალომი", წევრი (1995-)
- საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ფენიქსი XXI ისტორია და თანამედროვეობა", თავმჯდომარე (1995-1997)
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2012-2019)
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის კომისია, წევრი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "შრომების" რედკოლეგია, წევრი (1990-2006)
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოსა და პროფესორთა საბჭო, წევრი (1990-2005)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2010 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 2010 - გიორგი მელიქიშვილის სახელობის პრემია
- 2010 - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია
- 1996 - ღირსების ორდენი
საქართველოში ისტორიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
- 1985 - სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- ღვთისმშობლის სარტყლის ქვეყანაში (თანაავტორი). - თბილისი, 2008. - 116გვ.
- სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი (ავტორი). - თბილისი, მემატიანე, 2005. - 421გვ.
- ძველაღმოსავლური და ქართველოლოგიური ძიებანი (ავტორი). - თბილისი, მემატიანე, 2001. - 446გვ.
- წმინდა ხის კულტი საქართველოში : მითოლოგიური პარალელები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 1999. - 52გვ.
- საქართველოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები : მოსხები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1984. - 201გვ.
- აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1978. - 140გვ.
|