The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ტივაძე

თამარ ტივაძე
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:1995  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბდების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1958 წელს.

1960-1964წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სსრკ ხალხთა ისტორიის კათედრის ასპირანტი; 1970-1995წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1970-1977წწ. კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1985წწ. სსრკ ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1995წწ. ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია ორი მონოგრაფიის: "საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში" და "თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა". მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატიები აქვს შემდეგ საკითხებზე: იმერეთის სამეფოს რუსეთთან ურთიერთობა, თუშ-ფშავ-ხევსურეთის რუსეთთან ურთიერთობა, კაზაკების მიერ გონიოს ციხის აღება და ა.შ. ისტორიის მეცნიერებატა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა- "ირანის საკითხი მოსკოვის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში XVI ს. დასასრულს და XVII ს. დასაწყისში," დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაცის თემა - "საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობები XVII ს-ის მეორე ნახევარში", დაიცვა 1980 წელს.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: