The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია მგალობლიშვილი

მზია მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1934
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 2002  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადები ადგილი: ქ. ქუთისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენის განყოფილება 1958 წელს.

1958-1959წწ. იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის მასწავლებელი; 1959-1970წწ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული უცხოურ წყაროთა თარგმნისა და გამოსაცემად მომზადების  კომისიის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1970-2004წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი; 1970-1977წწ. კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1977-1985წწ. სსრკ ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-2004წწ. ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. იყო ფრანგული ენის სპეციალისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს აღწერა XVII ს. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის მიხედვით", დაიცვა 1978 წელს. 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: