შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯონი ხეცურიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლაილაში, ცაგერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული (1973) და ეკონომიკის (1988) ფაკულტეტები. 1976–1979წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1980–1985წწ. მუშაობდა ქ. თბილისისა და ქ. ქუთაისის პარტიულ ორგანიზაციებში, კურირებდა სამართალდამცავ ორგანოებს; 1985–1989წწ. სამეცნიერო მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, მართვის სამართლებრივი პრობლემების ლაბორატორიის ხელმძღვანელად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1990 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო 1990–1992წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი. 1992–1994წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 1994 წლიდან კი - პროფესორი. 1995–1999წწ. მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. 1999–2000წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 2000-2001წწ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 2006 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და 7 წიგნის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მორალური ნორმების მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალში", დაიცვა 1977 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამოქალაქო სამართლის ფუნქციები", დაიცვა 1994 წელს. წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი: constcourt.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |