The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონი ხეცურიანი

ჯონი ხეცურიანი
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლაილაში, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული (1973) და ეკონომიკის (1988) ფაკულტეტები.

1976–1979წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1980–1985წწ. მუშაობდა ქ. თბილისისა და ქ. ქუთაისის პარტიულ ორგანიზაციებში, კურირებდა სამართალდამცავ ორგანოებს; 1985–1989წწ. სამეცნიერო მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, მართვის სამართლებრივი პრობლემების ლაბორატორიის ხელმძღვანელად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1990 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო 1990–1992წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი. 1992–1994წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 1994 წლიდან კი - პროფესორი. 1995–1999წწ. მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. 1999–2000წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 2000-2001წწ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 2006 წლიდან  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და 7 წიგნის  ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მორალური ნორმების მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალში", დაიცვა 1977 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამოქალაქო სამართლის ფუნქციები", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი: constcourt.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროსაბჭოს ვენეციის კომისია, წევრი (2003-2007)
  • საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს იუსტიციის საბჭო, წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2001-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავმჯდომარე (2001-2006)
  • სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, პოლიტ. მდივანი (1992-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საკავშირო ახალგაზრდული პრემია, მეცნიერების დარგში

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: