The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ნიორაძე

გიორგი ნიორაძე
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1886
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 1951  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი შრომა, ზესტაფონის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში; 1921 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 

1910-1917წწ. იყო ქუთაისის საქალაქო სასწავლებლისა და მუშათა საღამოს კურსების მასწავლებელი; ატარებდა ლექციებს ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად; 1920-1922წწ. აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს; 1922-1924წწ. სწავლობდა ჯერ ბერლინის, ხოლო შემდეგ ჰამბურგის უნივერსიტეტში და მიიღო არქეოლოგის კვალიფიკაცია; 1925 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზუმში არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე; 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1927 წელს მისი ხელმძღვანელობით გაითხარა ადრინდელი რკინის ხანის ორმოსამარხი ზემო ავჭალაში, 1930 წელს მტკვარ – არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი დიდუბეში; 1934 წლიდან არქეოლოგიის კათედრის გამგე; 1933 წლიდან პროფესორი, 1935 წლიდან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; 1935 წელს დაინიშნა საქართველოს არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად; 1933–1943წწ. განაგებდა ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის(შემდგომში ისტორიის ინსტიტუტი) არქეოლოგიის განყოფილებას; მისი არქეოლოგიური გამოკვლევები მოიცავს ქრონოლოგიური დიაპაზონის ძეგლებს ქვის ხანის მღვიმე საცხოვრისებიდან ფეოდალურ ხანამდე; ეთნოლოგიურ–ანთროპოლოგიური გამოკვლევები ეძღვნება ქართველების, ოსების, კავკასიისა და ციმბირის ხალხთა ყოფას, რელიგიას, ზოგადად კულტურისა და ისტორიის საკითხებს; გამოიკვლია დასავლეთ საქართველოს ხელოვნური ბორცვების ხასიათი და ასაკი, აღმოსავლურ-ქართული ბრინჯაოს კულტურის თავისებურება, ქართულ–წინააზიურ კულტურათა ურთიერთობა; გათხარა და შეისწავლა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, ქართული არქეოლოგიის ფუძემდებელი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბილისი, 1984, გვ. 441

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოსკოვის საბუნებისმეტყველო საზოგადოება, წევრი (1922-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1946-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • შრომები=Die Werke=Труды : 5 ტომად (ავტორი) // ტ. 2 : საქართველოს ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები = Bronzezeitliche archaologische Fundorte aus Georgien = Археологические памятники бронзовой эпохи Грузии . - თბილისი, მეცნიერება, 2013. - 338გვ.. - ISBN: 978-9941-9311-5-4
  • შრომები=Die Werke=Труды : 5 ტომად (ავტორი) // ტ. 1: საქართველოს გვიანბრინჯაოს, ანტიკური და შუასაუკუნეების ხანის არქეოლოგიური ძეგლები = Spatbronzezeitliche, antike und mittelalterliche archaologische Fundorte aus Georgien = Археологические памятники позднебронзовой, античной и средневековой эпох Грузии. - თბილისი, მეცნიერება, 2011. - 360გვ. . - ISBN: 978-9941-9105-8-6
  • მიკლუხო-მაკლაი და "ქვის ხანის ადამიანები" : 22 სურათით (ავტორი). - თბილისი, ტექნიკა და შრომა, 1948. - 92გვ.
  • პალეოლითის ადამიანი დევისხვრელში : 64 სურათით, 8 ტაბულითა და 1 გეგმით (ავტორი). - ტფილისი, საქ. მუზეუმის გა-მა, 1933. - 110გვ.
  • ზემოავჭალის სამარე (ავტორი). - ტფილისი, პოლიგრაფტრ. სტ., 1931. - 89გვ.

გააზიარე: