The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა ხინთიბიძე

ელგუჯა ხინთიბიძე
დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

1963-1965წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი; 1965-1974წწ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტი; 1974 წლიდან დღემდე არის უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორი; 1965-1966წწ. ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1976-1985წწ. ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1985-1993წწ. პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1988 წლიდან დღემდე არის ქართულ–საძღვარგარეთული ურთიერთობის ლაბორატორიის გამგე; 1992 წლიდან დღემდე არის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის დირექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი. 1963 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1974 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1977 წლიდან პროფესორი. მეცვნიერული ინტერესების სფერო: რუსთველოლოგია, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები; ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობები. გამოქვყნებული აქვს 200 სამეცნიერო შრომა.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებ-გვერდი: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1997-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: