The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფატი ხუნდაძე

ფატი ხუნდაძე
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1978  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1924 წელს.

1915-1918წწ. მუშაობდა პედაგოგად. მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის პედაგოგიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. იგი იკვლევდა ბავშვებში აზროვნების განვითარების და გენეტიკურ ჭრილში ესთეტიკური აღქმის საკითხებს. 1935 წელს მას მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მისი შრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ და რუსულ, ისე გერმანულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. ფ. ხუნდაძე იყო პირველი დოქტორი ქალი ამიერკავკასიაში, ფსიქოლოგი და საზოგადო მოღვაწე. პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბავშვთა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლა, ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: