შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ ჯაველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპეციალობით აღმოსავლური ენები და ლიტერატურა 1961 წელს. 1961-1986წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1986წწ. ალმანახ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; 1986-1990წწ. გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი; 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი; 1992-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1993 წელს გაზეთ "საქართველოს სამრეკლოს" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 1994 წელს გაზეთ "კოლხური კოშკის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 1995 წელს გაზეთ "სამრეკლოს" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 1999-2003წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2004წწ. გაზეთ "ერას" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 2004-2006წწ. გაზეთ "აისის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 2015 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1966), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1986). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებ-გვერდი: science.org.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.417; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.176 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |