ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ნოდარ მითაგვარია
დაბადების თარიღი: | 30 იანვარი, 1941 (84 წლის) |
კატეგორია: | ბიოლოგი, მეცნიერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1964 წელს.
1967-1971 წწ. იყო ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი და შემდეგ მეცნიერ თანამშრომელი; 1971-1980 წ. ამავე ინსტიტუტის თავის ტვინის ფუნქციათა მეტაბოლური უზრუნველყოფის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1980-1991 წწ. დირექტორის მოადგილე და ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1991 წლიდან დღემდე თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991-2017 წწ. Valey Cancer Institute-ის (ლოს ანჯელესი, აშშ) უფროსი კონსულტანტი (Senior Consultante). 2017 წლიდან დღემდე BAO Health Resource Corporation (ტარზანა, აშშ) სამეცნიერო მრჩეველი (Scientific Advisor); 2017 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს -მდივანი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და 200-მდე სამეცნიერო სტატია და აბსტრაქტი ქართულ, ინგლისურ და რუსულ პერიოდულ გამოცემებსა და შრომათა კრებულებში. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), ბიოლოგიურ მეცნიერებატა დოქტორი (1984), პროფესორი (1990).
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: cience.org.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ევროპის ნეირომეცნიერთა საზოგადოებათა ფედერაცია (FENS), მმართველი კომიტეტის წევრი (2010-2017)
- თავის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია (IBRO), მმართველი კომიტეტის წევრი (2010-2017)
- კლინიკური ჰიპერთერმიის საერთაშორისო საზოგადოება (ISHS), პრეზიდენტი (2010-2011)
- საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი საზოგადოება Sigma-Xi, წევრი
- საქართველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2013-)
- საქართველოს ნეირომეცნიერთა საზოგადოება, აღმასრულებელი მდივანი და პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი
- საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება, ვიცე პრეზიდენტი
- ქსოვილებში ჟანგბადის გადატანის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISOTT), აღმასრულებელი დირექტორი (1978-1981)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2001 - ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია
- 1991 - საერთაშორისო ორდენი "Merit for Life"
- 1991 - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის განყოფილების პირველი პრემია და საპატიო დიპლომი
"თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის პროგრამით" მაღალი ხარისხის კვლევების ჩატარებისთვის
ბიბლიოგრაფია
- Systemic, Cellular and Molecular Mechanisms of Physiological Functions and Their Disorders: Proceedings of I. Beritashvili Center for Experimental Biomedicine 2018 (ავტორი). - New York, Nova Publishers, 2018. - 331p.
- Systemic, Cellular & Molecular Mechanisms of Physiological Functions & Their Disorders: Proceedings of I Beritashvili Center for Experimental Biomedicine 2015 (ავტორი). - New York, Nova Publishers, 2016. - 417p.
- ადამიანის ანატომიის და ფიზიოლოგიის საფუძვლები : ლექციების მოკლე კურსი : სამედ. და ფარმაც. პროფილის საშ. პროფ. სასწავლებლებისთვის (ავტორი). - გორი, ფარნავაზი, 2012. - 162გვ.. - ISBN: 978-9941-9288-0-2
- Cerebral Blood Flow Regulation (თანაავტორი). - NY, Nova Publishers, 2009
- ბიოლოგია თბილისი, 2004 (ავტორი) : მე-7 კლასის სახელმძღვანელო, განახლებული რედაქცია (ავტორი). - თბილისი, განათლება, 2004
- მანგანუმი და ცენტრალური ნერვული სისტემა (ავტორი). - თბილისი, ბიომედი, 2003
- ბიოლოგია : მე-7 კლასის სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1998. - 192გვ.. - ISBN: 5-505-02223-5
- Регуляторные механизмы кровоснабжения коры головного мозга (თანაავტორი). - Екатеринбург, Наука, 1995
- Введение в общую теорию регуляции кровообращения (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1990
- Физиология, патофизиология и фармакология мозгового кровообращения : . Сборник трудов Всесоюзной конференции (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1988
- Устойчивость циркуляторного обеспечения функций головного мозга : Ауторегуляция. Кислород. недостаточность. Функцион. нагрузка (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1983. - 177с.
|