The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერი დავითაშვილი

მერი დავითაშვილი
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1924
გარდაცვ. თარიღი:17 თებერვალი, 2014  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1946 წელს.
1973 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო; პროფესორი (1994), ასოცირებული პროფესორი (2006); დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა: "ქაჯანა" (1965) და "ნაცარქექია" (1972); მრავალი საბავშვო სიმღერა და მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისათვის: "მანანა", "მტრობა", "ხელმარჯვე ოსტატი", "ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წრუწუნა"; სიმფონიური, კამერულ–საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები; მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის; 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულის ხელმძღვანელი, რომელსაც 2010 წელიდან მიენიჭა მერი დავითაშვილის სახელი; მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა ქუთაისის საოპერო თეატრის წინ (2003).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 136; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.58

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1968-1992)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2005 - ბორჯომის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1994 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: