The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ბათიაშვილი

ირაკლი ბათიაშვილი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1982  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრონომიის ფაკულტეტი 1925 წელს.

1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1945 წლიდან იყო ენტომოლოგიის კათედრის გამგე; 1950-1958წწ. ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო ნაწილში. მან გამოიკვლია უმთავრესად სუბტროპიკული კულტურების და კონტინენტური ხეხილის მავნე ენტომოფაუნა და მისი მთავარი სახეობების ბიოეკოლოგია. თანაავტორია ენტომოლოგიის სახელმძღვანელოსი; ენტომოლოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. -გვ. 147

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენტომოლოგიის საზოგადოება, თავმჯდომარე (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის მედალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: