The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დალი ფარჯანაძე

დალი ფარჯანაძე
დაბადების თარიღი:1940  (84 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ფსიქოლოგიის განყოფილება 1962 წელს.

1965-2005წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის თანამშრომელი; 1984-2002წწ. კი ამ კათედრის გამგე; 1998-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მისი მეცნიერული კვლევები ზოგადი ფსიქოლოგიის, კოგნიტური ფსიქოლოგიის, პიროვნების ფსიქოლოგიის და განვითარების ფსიქოლოგიის პრობლემებს ეხება. ფსიქოლოგიის დოქტორი.

წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.comწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო ჟურნალი "Zeitschrift fur Sozial management", Bertuch Verlag, Weimar" სარედაქციო საბჭო , წევრი (2002-2008)
  • საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების, ვიცე–პრეზიდენტი (1986-1995)
  • ფსიქოლოგიაში საკვალიფიკაციო ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭო, სწავლული მდივანი (1982-1987)
  • ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, რედაქტორი (2002-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი დიდი წლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: