The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია წინამძღვრიშვილი

ილია წინამძღვრიშვილი
სხვა სახელი:ხორეშანა გვერდწითელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1834
გარდაცვ. თარიღი:2 სექტემბერი, 1920  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი წინამძღვრიანთკარი, მცხეთის რაიონი
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი წინამძღვრიანთკარი.

ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი.

დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია 1855 წელს. უსახსრობის გამო უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო. დაამთავრა მოკლევადიანი აგრონომიული კურსები. მსახურობდა მომრიგებელ შუამავლად, მომრიგებელ მოსამართლედ, უფროს ნოტარიუსად თბილისში, იმის გამო, რომ მაშინ საქართველოში არ არსებობდა ისეთი სასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდობას სასოფლო-სამეურნეო განათლებას მისცემდა, მან 1883 წლის 4 სექტემბერს საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით გახსნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლა. 1889 წელს მან გამოსცა სახელმძღვანელო "ვაზის მოშენება“, შემდეგ - "ზოგადი მიწათმოქმედება“. ხორეშანა გვერდწითელის ფსევდონიმით იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში (1870-იანი წლებიდან). მისი წერილები, პუბლიცისტური სტატიები და ნარკვევები ეხებოდა საყოფაცხოვრებო, ეთნოგრაფიულ და სამეურნეო საკითხებს. აქვს პედაგოგიური ხასიათის წერილებიც. იბრძოდა ცარიზმის ბიუროკრატიული და კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.327; განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: