The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლერი სიხარულიძე

ლერი სიხარულიძე
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:19 ნოემბერი, 2011  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის გეოლოგიის განყოფილება 1959 წელს; მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1967 წელს.

1968 წლიდან მუშაობდა სატელევიზიო სტუდიაში ფილმების რეჟისორად; 1976-1978წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტიპლიკაციური ფილმების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი. იყო სცენარის ავტორი და რეჟისორი ფილმებისა: "საჯვარეობა" (1994, დოკუმენტური), "ლახტის გაკვეთილები" (1986, დოკუმენტური),  "ინდი-მინდი" (1977, სიმღერა შვილიშვილებისათვის, სატელევიზიო მხატვრული ფილმი),  "უსასრულობა" (1971, მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი), "მზის საათი" (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი).

წყარო: პირველი არხი: სცენა: 1tvscena.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: