The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის კუფტინი

ბორის კუფტინი
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1892
გარდაცვ. თარიღი:2 აგვისტო, 1953  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქეოლოგი, ეთნოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამარა, რუსეთი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოტანიკოსის სპეციალობით 1914 წელს.

1919 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის პედაგოგია. 1933 წელს საცხოვრებლად თბილისში გადმოდის. 1933-1953წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. მისი პირველი შრომები ეხება რსფსრ და უკრაინის სსრ ხალხთა ეთნოგრაფიასა და არქეოლოგიას. საქართველოში ბ. კუფტინის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას მიეძღვნა. 1933 წლიდან საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს იკვლევდა. წარმატებით მუშაობდა საქართველოსა და კავკასიის ნივთიერი კულტურის ისტორიულ პერიოდიზაციისა და ქრონოლოგიის საკითხებზე. აღმოაჩინა და შეისწავლა თრიალეთის კულტურა. გამოყო აგრეთვე მტკვარ-არაქსის კულტურა. დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები აისახა მის ორტომიან ნაშრომში "მასალები კოლხეთის არქეოლოგიისათვის".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ.,1983.-გვ. 91; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები დამოღვაწეები: nateba.websail.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1946-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1942 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: