შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე მერაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1958 წელს; მოსკოვის კრჟიჟანოვსკის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1964 წელს. 1958-1960წწ. იყო საქართველოს სამეურნეო საბჭოს თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1963-1968წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1976-1982წწ. მოსკოვის საკავშირო საინჟინრო საამშენებლო ინსტიტუტის დოცენტი; 1982 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; 1964 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1982 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.297 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |