The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ გაბრიჩიძე

გურამ გაბრიჩიძე
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1931
გარდაცვ. თარიღი:6 აპრილი, 2022  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს.

1959-1962წწ იყო კირიაკ ზავრიევის სამშენებლო ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1962-1969წწ. ამავე ინსტიტუტის ინჟინერი; 1969-1978წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1978-1990წწ. კ. ზავრიევის სამშენებლო ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1990-1994წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1994-2006წწ. დირექტორი. 2006 წლიდან დღემდე არის კ. ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სეისმომედეგი მშენებლობის განყოფილების გამგე. 1965 წლიდან არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; 1993 წლიდან ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია რუსულ და ინგლისურ ენებზე.

წყარო: ბიოგრაფია გაკეთებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდიდან; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.208; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 57-58

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეცნიერების, ტექნიკის, განათლებისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემია (აშშ), ნამდვილი წევრი (1996-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1965-2022)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - კირიაკ ზავრიევის სახელობის პრემია
  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: