The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ლოლაძე

თეიმურაზ ლოლაძე
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 2000  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1942 წელს.

შრომითი საქმიანობა თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო, სადაც მუშაობდა საამქროს ტექნოლოგად, ოსტატად, საამქროს უფროსად და ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ. 1958 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრას განაგებდა. 1971-1980 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, ხოლო 1981-1988 წწ. რექტორი. სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისშივე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ლითონთა წრის პროცესის თანმხლებ მოვლენათა ფიზიკურ არსს. მის მიერ დამუშავებულმა წრის პროცესების მყისიერი ფიქსირების ორიგინალურმა მეთოდმა, ფართო გამოყენება პოვა მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო-ლაბორატორიულ კვლევაში. არის 180 სამეცნიერო ნაშრომის, მათ  შორის 9 მონოგრაფიის, 80 საავტორო მოწმობისა და 11 პატენტის ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი გამოცემულია გერმანიაში, ინგლისში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და სხვ.

წყარო: საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.90; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ-ს ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოება, საპატიო წევრი (1983-)
  • მანქანათმშენებლობის წარმოების ტექნოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1966-)
  • საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (1992-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ტენიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვისქ
  • 1979 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1969 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1966 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • 1946 - მედალი "სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის"
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1978-1993 წლებში შესრულებული ნაშრომისთვის - "კოსმოსური საინჟინრო კონსტრუქციები, მათი შექმნისა და გამოცდების მიწისზედა სასტენდო კომპლექსი"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: