The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ლოლაძე

თეიმურაზ ლოლაძე
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 2000  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1942 წელს.

შრომითი საქმიანობა თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო, სადაც მუშაობდა საამქროს ტექნოლოგად, ოსტატად, საამქროს უფროსად და ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ. 1958 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრას განაგებდა. 1971-1980წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, ხოლო 1981-1988წწ. რექტორი. სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისშივე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ლითონთა წრის პროცესის თანმხლებ მოვლენათა ფიზიკურ არსს. მის მიერ დამუშავებულმა წრის პროცესების მყისიერი ფიქსირების ორიგინალურმა მეთოდმა, ფართო გამოყენება პოვა მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო-ლაბორატორიულ კვლევაში. არის 180 სამეცნიერო ნაშრომის, მათ  ორის 9 მონოგრაფიის, 80 საავტორო მოწმობისა და 11 პატენტის ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი გამოცემულია გერმანიაში, ინგლისში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და სხვ.

წყარო: საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ-ს ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოება, საპატიო წევრი (1983-)
  • მანქანათმშენებლობის წარმოების ტექნოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1966-)
  • საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (1992-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: