The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ წიკლაური

მარიამ წიკლაური
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1983 წელს.

მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. რადიო "ივერიაში" უძღვება ორ საავტორო გადაცემას: "საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე" და ლიტერატურული სალონი "ერთი საათი". იგი ინიციატორია საქართველოში "ქართული საბავშვო წიგნის დღის - 27 ოქტომბრის" დაწესებისა. არის ამავე ფონდის ეგიდით გამომავალი საბავშვო ლიტერატურული ალმანახის რედაქტორი; არის ა(ა)იპ "პოეზიის მეგობართა კლუბის" დირექტორი და კულტურის სამინისტროს პროექტის "ცოცხალი წიგნების" კოორდინატორი; თარგმნილი აქვს უკრაინელი, ლიეტუველი, ჩინელი, რუსი, პოლონელი, ინგლისელი, ნორვეგიელი, ბერძენი ავტორების ლირიკული და საბავშვო ლექსები; ეს თარგმანები შესულია სხვადასხვა კრებულებში და გამოცემულია ცალკე წიგნებადაც; მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიაში, სახელმძღვანელოში. მისი ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. ლექსები თარგმნილია რუსულ, ლიტვურ, ინგლისურ ენებზე. მ. წიკლაურის ლექსები შესულია 2011 წლის "მსოფლიო პოეზიის ალმანახში" (World Poetry Almanac 2011, 180 Poets from 100 Countries); დაბეჭდილია იტალიაში 2014 წელს გამოცემულ ქართული პოეზიის მცირე ანთოლოგიაში "ვაზი და კალამი", გერმანულ ენაზე გამოცემულ ქალი პოეტების ანთოლოგიაში "მე ბევრი ვარ", იტალიაში გამოცემულ სამოქალაქო პოეზიის კრებულში "როცა ქვეყნებს სძინავთ", ლიტვური თარგმანები დაიბეჭდა 2012 და 2015 წელს ლიტვურ პერიოდიკასა და საფესტივალო ალმანახებში და კრებულებში; 2016 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემულ საბავშვო კრებულში 6 ქართველ ავტორთან ერთად დაიბეჭდა მისი ლექსების რუსულენოვანი თარგმანები; არის შემდგენელი და გამომცემელი პირველი ორენოვანი, ქართულ-ინგლისური ანთოლოგიისა "ქართველი პოეტი ქალები" (2016); მისი ლექსები დაიბეჭდა ლონდონში გამომავალ ალმანახში "POEM-MAGAZINE".

წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.173

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო", ერთ-ერთი დამაარსებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, წლის საუკეთესო პოეტური კრებული
    მხიარული რეცეპტები : საბავშვო ლექსები : "ქართული ანბანის" მეგობარი წიგნი / მარიამ წიკლაური.- თბილისი : სეზანი, 2016.-136გვ.
  • 2013 - ლიტერატურული კონკურსი "შოთაობა" (პირველი პრემია)
  • 2013 - პრემია "საგურამო"
  • 2012 - ფესტივალის "ქართული სული" ( პრიზი და მედალი)
  • 2011 - წმინდა ნინოს სახელობის ფესტივალის გამარჯვებული
  • 2011 - თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია "გალა", წლის საუკეთესო წიგნი
    თეთრი ხბორები : ლექსები / მარიამ წიკლაური . - თბილისი : პეგასი, 2010 . - 200გვ.
  • 2011 - პოეტ ქალთა კონკურსის "ხვარამზეობა" პრემია
  • 2010 - მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია, საბავშვო ლიტერატურაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის
  • 2010 - საბავშვო წიგნის მეორე ფესტივალის პრიზი, წლის საუკეთესო საბავშვო წიგნის ავტორობისთვის
    გასაფერადებელი ლექსები / მარიამ წიკლაური .- თბილისი : შემეცნება, 2010 . - 63გვ.
  • 2009 - ლიტერატურული კონკურსი "შოთაობა" (დიდი პრიზი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: