შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დარეჯან რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს. წლების მანძილზე იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეტყველების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1987–1989წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციების კურსს აზროვნებისა და მეტყველების ფსიქოლოგიაში. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფართო საზოგადოებისთვის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ, მეცნიერებათა აკადემიის ეკონიმიკისა და ისტორიის ინსტიტუტებში. 1992 წლამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1939 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა -"მეტყველების სახეთა განსხვავებული ფორმების შესახებ", დაიცვა 1956 წელს. წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |